"იძულებული იყო ეს გაეკეთებინა" - რატომ წავიდა იგუაინი არგენტინის ნაკრებიდან

არგენტინული "ოლე" გონსალო იგუაინის ნაკრებიდან წასვლაზე წერს და სკანდალურ დეტალებს ასაჯაროვებს. 

გამოცემა "პიპიტას" საახლობლო წრეზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ჩელსის" ფორვარდი იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. 

გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი ინფორმირებული იყო, რომ კოპა ამერიკაზე არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა გამოძახებული.

ეს კი "ბარსელონას" ვარსკვლავის ლიონელ მესის სურვილი ყოფილა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე იგუაინის ადგილი ეროვნულ ნაკრებში არ არის. 

ყველაფერი აქედან გამომდინარე, იგუაინმა გადაწყვიტა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაესრულებინა. ვრცელდება ასევე ცნობა, რომ ლიონელ სკალონის არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ "პიპიტა" შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდეს. 

გონსალო იგუაინი

მსგავსი პოსტები

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

"ის მე ვერ შემედრება" - გონსალო იგუაინი სოციალურ ქსელში პიატეკის დუბლს სკანდალური პოსტით გამოეხმაურა

არც "იუვენტუსი" და არც "მილანი" - გონსალო იგუაინი სერია A-ში ბრუნდება