საქართველოს თასის ფინალზე დასწრება თავისუფალი იქნება

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ანგისას სტადიონზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალი უკვე მეოთხე სეზონია, რაც თბილისს გარეთ - რეგიონებში იმართება. ქუთაისის, ზესტაფონისა და გორის შემდეგ, ფინალურ შეხვედრას ბათუმი მასპინძლობს.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი "გაგრა" და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" შეხვდებიან.

დავით ყიფიანის თასის ფინალზე დასწრება თავისუფალია, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გაგრა ქუთაისის ტორპედო საქართველოს თასი

მსგავსი პოსტები

ქართული ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი - თაგვები სასტუმროებში და გაუსაძლისი პირობები... სლოვაკმა ლეგიონერმა ეროვნულ ლიგას დასცინა

"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს და 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი დაიმატა