voetbalprimeur.be წერს, რომ მილანის "ინტერი" "გენტის" რამდენიმე მოთამაშითაა დაინტერესებული.
"ნერიაძურის" თვალთახედვის არეში უკრაინელი რომან იარემჩუკი, ჯონათან დევიდი და გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, "სან სიროს" ბინადრები, ბელგიურ ბაზარს აქტიურად აკვირდებიან და დაკვირვების ქვეშ ეს ფეხბურთელებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს სერია ა-ს სხვა კლუბებს - "სამპოდორიას", "რომასა" და "მილანსაც" უკავშირებენ.