"ის მესი ვერ გახდა" - ესპანელები გიორგი ჭანტურიას შესახებ წერენ

ესპანური სპორტული საიტი agentianonimi.com სტატიას აქვეყნებს და იმ 10 ფეხბურთელზე წერს, რომელსაც ლიონელ მესის ადარებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

საინტერესოა, რომ სიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაც მოხვდა, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა. 

საიტი აღნიშნავს, რომ 16 წლის ასაკში ჩვენებური "ბარსელონას" აკადემიაში მოხვდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 

მისი პირველმა "ვიტესმა" ირწმუნა, შემდეგ "კლუჟი", "ვერონა" და სხვა გუნდები იყო, თუმცა ჭანტურიამ ვერსად ვერ გაამართლა და ახლა ის უკლუბოდაა. 

agentianonimi.com-ის სიაში ასევე მოხვდნენ გაბრიელ ტორიე, სონგ ვუ ლი, სოტრის ნინისი, ალენ ჰალილოვიჩი, კრისტიან ატსუ, მარტინ ოდეგარდი, ალან ძაგოევი და გაი ასულინი.

ლიონელ მესი გიორგი ჭანტურია

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ