მოულოდნელი ინფორმაცია - ანდრეა პირლო ერთ-ერთ მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

იტალიური პრესა იუწყება, რომ მომავალი სეზონიდან ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეა პირლო ტურინის "იუვენტუსის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ბებერ სინიორაში" ანტონიო კონტე დაბრუნდება და პირლოც მისი ასისტენტი იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსის" ამჟამინდელ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შესანიშნავი შედეგები აქვს, მას ტურინიდან აბარგება და ახალი გამოწვევების მიღევა სურს. 

Calciomercato წერს, რომ "ბებერი ქალბატონის" პრეზიდენტმა ანდრე ანიელიმ ეს უკვე იცის და ის ანტონიო კონტესაც შეუთანხმდა, რომელმაც თავის მხრივ პირლო მიიწვია და მისგან თანხმობაც მიიღო. 

ტურინის იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი ანტონიო კონტე ანდრეა პირლო

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია