"კრილია სოვეტოვში" გაურკვევლობაა - რატომ გაუშვეს გიორგი ლორია სამარული კლუბიდან?

"კრილია სოვეტოვის" გენერალურმა დირექტორმა ვიტალი შაშკოვმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გაუშვეს გიორგი ლორია გუნდიდან. 

"გიორგი ლორიას გაშვების გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა მიიღო. მათ თქვეს, რომ გიორგიზე დაყრდნობას აღარ აპირებდნენ. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდში ორი თანაბარი ძალის მეკარე უკვე იყო და თანაც, ლორია ლეგიონერი გახლდათ, ეს გადაწყვეტილება გასაგები გახდა. 

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ტიხონოვმა გიორგის უთხრა, რომ ახალი კლუბი მოეძებნა.

ასევე იყო იმის ვარიანტიც, რომ ქართველი იჯარით გაგვეშვა, რაც არ გამოვიდა და ამიტომ, ჩვენ კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით", - აღნიშნა შაშკოვმა. 

ლორიას გაშვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამარის ოლქის დუმის თავჯდომარის მოადგილე ალექსანდრ სტეპანოვმა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილოა. 

"გიორგი ლორიას ნაცვლად 38 წლის რიჟიკოვი მოვიყვანეთ და თანაც, მისი ვალი 26 მილიონი რუბლი დაგვრჩა. 

რიჟიკოვს თვეში 3,5 მილიონ რუბლს ვუხდით, რაც წელიწადში 40 მილიონ რუბლზე მეტია. 

გამოდის, რომ მეკარის შეცვლა ჯამში 68 მილიონი რუბლი დაგვიჯდა, რაც 1 მილიონი დოლარია.

არ ვიცი, შესაძლოა, რიჟიკოვი ჩვენი დევიდ ჯეიმსი იყოს, მაგრამ რაღაც მსგავსი რამ არ მგონია", - აღნიშნა სტეპანოვმა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სექტემბრის შემდეგ გიორგი ლორია უკლუბოდაა დარჩენილი. 

საქართველოს ნაკრები გიორგი ლორია კრილია სოვეტოვი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

ნახეთ ულამაზესი გოგონები, რომლებიც ბელარუსიის ნაკრებს თბილისში გაამხნევებენ [PHOTO]

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]