ნიკა კვეკესკირი: ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკესკირმა გააკეთა. 

"გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება  მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება.

ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა კვეკესკირმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შედგება, 23 მარტს 18:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრები ნიკა კვეკესკირი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია