"იუვენტუსმა" შესაძლოა "ლივერპულს" დიბალა სალაჰში გაუცვალოს

Tuttomercato Web იუწყება, რომ "ლივერპული" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ პაულო დიბალას შეძენითაა დაინტერესებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერი სინიორადან" აბარგება თავად ფეხბურთელსაც სურს, რადგან კლუბში კრიშტიანო რონალდოს მოსვლის შემდეგ საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

თავად ტურინელთა სურვილია, რომ დიბალა სალაჰში გაცვალონ, რაზეც ჯერჯერობით "ლივერპულის" პასუხი ცნობილი არაა. 

დიბალა "იუვენტუსში" 2015 წელს "პალერმოდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. 

ტურინის იუვენტუსი ლივერპული პაულო დიბალა მოჰამედ სალაჰი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა