რობერტო მარტინესი: შვეიცარიასთან კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ახლა რუსეთი უნდა დავამარცხოთ

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ჟურნალისტთა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"ერთა ლიგაზე შვეიცარიასთან 2:5 მარცხის შემდეგ საკმაოდ კარგი გაკვეთილი მივიღეთ და დაშვებული შეცდომების გამეორებას აღარ ვაპირებთ. 

ვიცით, რომ რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ახალი შესარჩევი ციკლის პოზიტიურად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია და შევეცდებით, რომ პირველი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში". - თქვა მარტინესმა. 

შეგახსენებთ, რომ ბელგიისა და რუსეთის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. 

რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრები

მსგავსი პოსტები

"ბარსელონაში" ერნესტო ვალვერდეს შემცვლელის მთავარი კანდიდატი დასახელდა

აქსელ ვიტესელი: რობერტო მარტინესის მიმართ "რეალის" ინტერესი არ მიკვირს

რობერტო მარტინესი: შვეიცარიასთან კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ახლა რუსეთი უნდა დავამარცხოთ