"მასთან ერთად თამაში არ მინდა" - რატომ გააგდეს იგუაინი "იუვენტუსიდან"

ესპანური პოპულარული გამოცემა "მარკა" იმ მიზეზებზე წერს, რის გაცმოც ზაფხულში "იუვენტუსმა" გონსალო იგუაინი გაასხვისა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავად "პიპიტას" "ბებერ სინიორაში" დარჩენა სურდა, თუმცა მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. 

გუნდიდან ან ის უნდა წასულიყო, ან პაულო დიბალა. ვრცელდება ცნობა, რომ არჩევანი საბოლოოდ კრიშტიანო რონალდომ გააკეთა, რომელმაც მოითხოვა, რომ დიბალა შეენარჩუნებინათ, იგუაინი კი გაეშვათ. 

საბოლოოდ, ის "მილანში" გააიჯარეს, ზამთარში კი სულაც ლონდონის "ჩელსიში" აღმოჩნდა. 

ახლა "არისტოკრატებს" მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა ამას არ გააკეთებენ. 

ზაფხულში იგუაინი "იუვენტუსში" დაბრუნდება, მაგრამ ტურინელები მის შენარჩუნებას არ აპირებენ და ისევ გაასხვისებენ. 

"გთხოვთ, დამაბრუნეთ "იუვენტუსში" - იგუაინმა ყოფილ თანაგუნდელს წერილი მისწერა

მილანი ტურინის იუვენტუსი გონსალო იგუაინი კრიშტიანო რონალდო ლონდონის ჩელსი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა