აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"

ინგლისური პრესა იუწყება, რომ ედენ აზარმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 

The Sun ბელგიელთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ "არისტოკრატთა" უნივერსალი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" განაგრძობს. 

"რეკორდმაისტერს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი მიზნები აქვს და როგორც იწერება, "ალიანს არენას" ბინადრები მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდიან. 

აღნიშნული თანხის გადახდაზე თანახმა "რეალი" არაა, ამას გარდა "ბაიერნი" ფეხბურთელს გაცილებით სოლიდურ ხელფასს სთავაზობს და აზარსაც გერმანიაში გადასვლა გადაუწყვეტია. 

ლონდონის ჩელსი ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"