"ფიორენტინას" მწვრთნელის ბედი კოპა იტალიაზეა დამოკიდებული

იტალიური პრესა იუწყება, რომ "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის ბედი იტალიის თასზეა დამოკიდებული. 

სერია ა-ში კლუბი მე-10 ადგილზეა და ევრო ზონას 8 ქულით ჩამორჩება, ამიტომ კალჩოდან ევროპულ ტურნირებზე გასვლა საკმაოდ გართულდება. 

ფლორენციელები კოპა იტალიის ნახევარფინალში არიან გასულები და პიოლი იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს პოსტს, თუ აღნიშნულ ტურნირს მოიგებს. 

1/2-ფინალში "ფიორენტინას" მეტოქე ბერგამოს "ატალანტაა". პირველი მატჩი ფლორენციაში 3:3 დამთავრდა, განმეორებითი კი ბერგამოში 24 აპრილს გაიმართება. 

ფლორენციის ფიორენტინა ბერგამოს ატალანტა სტეფანო პიოლი

მსგავსი პოსტები

"მილანის" პირველი ტრანსფერი - "როსონერის" რიგებს მსოფლიო ვარსკვლავი შეემატება

ინგლისური პრესა: ზაფხულში "არსენალი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს დაიმატებს

იტალიის სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი განხორციელდა