რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

რუსული სპორტული საიტი Sport.ru საქართველოს ნაკრების შესახებ წერს. 

საიტი აღნიშნავს, რომ "ჯვაროსნებმა" ჯგუფში ბრწყინვალედ იასპარეზეს და პირველი ადგილი დამსახურებლად მოიპოვეს. 

"ერთა ლიგა დროებით დასრულდა და ადგილის ევროპის საკლუბო ჩემპიონატებს დაუთმო, თუმცა ამ ტურნირზე ფეხბურთის გულშემატკივრებმა უკვე ნახეს რამდენიმე დიდებული თამაში.

მათ შორის, გერმანიისა და ჰოლანდის დაპირისპირება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საქართველოს ნაკრები, რომელსაც "სატურნის" ყოფილი დამრიგებელი ვლადიმერ ვაისი ავარჯიშებს და ეს გუნდი თავის გზაზე ყველას ანადგურებს.

ვინ იფიქრებდა რომ პატარა და ვარსკვლავის არმყოლი საქართველოს ნაკრები ჯგუფში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებდა და უკან ისეთ გრანდებს მოიტოვებდა, როგორებიც იტალია ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისია.

საქართველოს ნაკრებს მაკედონია მოყვება ქულებით. რაც შეეხება, "ჯვაროსნებს", მათ 6 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, ხუთჯერ მოიგეს და მხოლოდ ანდორასთან დაკარგეს ქულები.

გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები შორს იყვნენ გრანდებისგან, მაგრამ თუ ანდორას არ მივიღებთ მხედველობაში, შევამჩნევთ, რომ მათ ძალიან დაბალანსებულ ლატვიას და ყაზახეთს მოუგეს.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი "გენტის" 19 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც უკვე მოასწრო ისეთი გრანდების დაინტერესება, როგორებიც "ბარსელონა" და "ბაიერნია".

"ახლაგაზრდა მაესტროს" ასევე აკვირდება "ტოტენჰემი", რომლის მწვრთნელიც ნამდვილი ოსტატია ტალანტების აღმოჩენის და გაზრდის საქმეში.

ამჟამად ჩაკვეტაძე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ მის გარდა აღსანიშნავია გიორგი ლორიას, გურამ კაშიასა და სოლომონ კვირკველიას თამაშიც.

ასევე კარგად გამოავლინა თავისი პოტენციალი ვაკო ყაზაიშვილმაც. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა და გამარჯვებას მოწყურებული ფეხბურთელების რიცხვი საქართველოში საკმაოდ დიდია და მათ თუ დავუმატებთ გამოცდილ ფეხბურთელებს, ისეთები, როგორებიც არიან მერებაშვილი და ნავალოვსკი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდი უფრო წინ წავა.

და ბოლოს, მინდა, ისლანდიის ნაკრების ასპარეზობა გაგახსენოთ ევროპის ჩემპიონატზე და ვიკითხო, თუკი ისლანიას გამოუვიდა სასწაული, რატომ არ შეიძლება ეს საქართველომ შეძლოს?", - წერია საიტზე.

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია 

გიორგი ჩაკვეტაძის ღირებულებამ ბოლო 1,5 წელში დაახლოებით, 16-ჯერ მოიმატა - ამომავალი ვარსკვლავის სატრანსფერო თანხის განხილვა

ეს უნდა ნახოთ! - გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები ყაზახეთთან შეხვედრაში [VIDEO]

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრები გიორგი ჩაკვეტაძე

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა