"ნაბიჭვარო, შენს გამო დავმარცხდით" - რა მოხდა "მილანის" გასახდელში "ინტერთან" მატჩის შემდეგ

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერია ა-ს 28-ე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც "მილანი" "ინტერს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა, "როსონერის" გასახდელში კონფლიქტი მოხდა. 

ძალიან გაცხარებული გახლდათ "ლომბარდიელთა" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო, რომელმაც ჯავრი გუნდის მცველ რიკარდო როდრიგესზე იყარა. 

გავრცელებული ცნობით, მან შვეიცარიელ უკანახაზელს უთხრა, რომ ნამდვილი ნაბიჭვარია და "მილანის" მარცხში მას დიდი "წვლილი" მიუძღვის. 

28 ტურის შემდეგ "ინტერმა" 53 ქულა დააგროვა და მესამეა, "მილანს" კი 2 ქულით ნაკლები აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს. 

მილანი ჯენარო გატუზო რიკარდო როდრიგესი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება