"თქვენი დედაც, უტვინოებო, ბოზობას, რომ მაბრალებთ" - ვანდა ნარამ იტალიური შოუში "აიწყვიტა"

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში დღეს "სან სიროზე" ერთმანეთს "მილანი" და "ინტერი" დაუპირისპირდებიან. 

შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პრინციპული მეტოქების გარდა, გამარჯვებული დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. 

კვლავ არ არის "ნერიაძურის" განაცხადში ჭირვეული ფორვარდი მაურო იკარდი, ვისაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. 

ისე როგორ იქნებოდა, მოახლოებულ დერბის მისი ექტენცრიული ცოლი და ამავდროულად აგენტი ვანდა ნარა არ გამოხმაურებოდა. 

Premium Calcio-მ "დელა მადონინას" სპეციალური გადაცემა მიუძღვნა, სადაც არაერთ ცნობილ სახესთან და სპორტსმენთან ერთად, ქალბატონი ვანდაც გახლდათ მიწვეული. 

რა თქმა უნდა, მაუროს მეუღლეს იმის შესახებ დაეკითხნენ, რატომ არ არის არგენტინელი ფორვარდი განაცხადში. 

"რა თქმა უნდა, მაუროს ტრავმა არ აქვს და იმის თქმა, რომ ის დაზიანების გამო არ ითამაშებს, სრული ტყუილი და სისულელე გამოვა. 

ჯანდაბაში წასულხართ ყველანი, ვინც იკარდი ამ დონემდე მიიყვანა, თუმცა ყველა ნახავთ, რომ ის ძლიერი დაბრუნდება და კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუეკთესო ფებხურთელი იქნება. 

იმედია, "მილანი" დღეს "ნერიაძურის" საკადრის პასუხს გასცემს, რადგან მათ ეს დაიმსახურეს. 

სხვადასხვა ადამიანებთან სექსუალურ ურთიერთობას მაბრალებენ, ბოლოს კი ბროზოვიჩთან დაკავშირებულმა თემამ სრულიად გამაცოფა. 

თქვენი დედაც, უტვინოებო. იკარდისა და ჩემს შესანიშნავ ურთერთობას ვერაფერს დააკლებთ", - ამბობს ნარა. 

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ინტერის" მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. 

ბერლუსკონი: გატუზომ თუ დამიჯერა, "მილანი" "ინტერს" გაანადგურებს

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

მაურო იკარდის მეუღლე: ეს საფეხბურთო ვარსკვლავი სექსის სანაცვლოდ ფულსა და საყვარლობას მთავაზობდა

მილანი მაურო იკარდი ვანდა ნარა მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]