ალეშანდრე პატო ჩინეთიდან წავიდა და თავისუფალი აგენტი გახდა

ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდი ალეშანდრე პატო უკლუბოდ დარჩა. მან ჩინურ "ტიანცინ ქუანძინთან" შრომით ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. 

"ტიანცინის" პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, ფეხბურთელები ხელფასებს ვეღარ იღებდნენ და ბრაზილიელმაც აბარგება გადაწყვიტა. 

29 წლის პატო, რომელსაც ერთი ხანობა "მილანშიც" უთამაშია, თავისუფალი აგენტია და როგორც ევროპიდან, ისე სხვა კონტინენტებიდან, ახალ შეთავაზებებს ელოდება. 

ალეშანდრე პატო

მსგავსი პოსტები

"შენი დედა მოვ** გუნდიდან გაგაგდებ" - რატომ აგინა და სცემა ბერლუსკონიმ "მილანის" ვარსკვლავს 2011 წელს

ალეშანდრე პატო ჩინეთიდან წავიდა და თავისუფალი აგენტი გახდა

"მილანმა" შესაძლოა ალეშანდრე პატო დაიბრუნოს