კრიშტიანო რონალდო: ვაღიარებ, "ატლეტიკოსთან" განმეორებით მატჩამდე ეს გავაკეთე

ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩამდე მან "როხიბლანკოს" მცველები შეისწავლა. 

"ვაღიარებ, რომ განმეორებით მატჩამდე მეტოქე გუნდის მცველები შესწავლილი მყავდა.

მათ წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, თუმცა "ატლეტიკოს" ბოლო მატჩებს ვუყურე, რის შემდეგაც ბევრი დეტალი, მათ შორის სისუსტეები აღმოვაჩინე. 

უზომოდ ბედნიერი ვარ. მთელი ტურინი ჩემს სახელს სკანდირებდა და ამ დროს სიამაყეს განვიცდიდი", - თქვა რონალდომ. 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა.

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა