"ბაიერნი" მეოთხედფინალში 2011 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 13 წელში პირველად მოხვდა, რომ გერმანული კლუბი ტურნირის 1/4-ფინალში ვერ გავიდა. 

"შალკე" და "დორტმუნდი" უკვე გავარდნილები გახლდნენ, გუშინ კი "ბაიერნი" საშინაო ასპარეზზე "ლივერპულთან" 1:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 

2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "რეკორდმაისტერმა" 1/8-ფინალური ბარიერი ვერ დაძლია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წარუმატებლობას "ბაიერნის" მწვრთნელ ნიკო კოვაჩს არ აპატიებენ და კარისკენ მიუთითებენ. 

მიუნხენის ბაიერნი ლივერპული

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

საფეხბურთო სამყარო შოკშია - მსგავსი რამ, რაც "ვულვზისა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ მოხდა, არასოდეს გინახავთ [VIDEO]

"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის