"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მორიგი რეკორდი დაამყარა და ეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლიონთან" დაპირისპირებაში მოხდა. 

კატალონიელებმა ფრანგული კლუბი 5:1 გაანადგურეს. ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იყო ზედიზედ 30-ე საშინაო შეხვედრა, სადაც "ბლაუგრანა" არ დამარცხდა. 

ბოლოს ეს რეკორდი მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნოდა, რომელმაც 1998-2002 წლებში 29 მატჩი ჩაატარა წაუგებლად. 

რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიელები საშინაო ასპარეზზე ბოლოს 2013 წლის 1 მაისს დამარცხდნენ, როდესაც "ბაიერთან" 0:3 წააგეს. 

ბარსელონა მიუნხენის ბაიერნი

მსგავსი პოსტები

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ეს შეუძლებელია - ამას მხოლოდ ლიონელ მესი გააკეთებდა... არგენტინელის საოცრება [VIDEO]