გადაწყდა - თორნიკე ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

კვიპროსული პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას "ანორთოსისში" განაგრძობს. 

გავრცელებული ცნობით, ტრანსფერი რამდენიმე დღეში გაცხადდება და ჩვენებური ფამაგუსტური გუნდის ღირსებას მომდევნო სეზონიდან დაიცავს. 

საინტერესოა, რომ კვიპროსულ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე უკვე ირიცხება. 

იწერება იმის შესახებაც, რომ "ანორთოსისს" მომდევნო სეზონიდან კიდევ ერთი ქართველი, თემურ ქეცბაია გაწვრთნის.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის ბოლოს "კრასნოდარში" ასპარეზობდა, საიდანაც დეკემბრის შუაში წამოვიდა და მას შემდეგ უგუნდოდაა. 

თემურ ქეცბაია თორნიკე ოქრიაშვილი ფამაგუსტას ანორთოსისი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - თორნიკე ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

დღემდე უცნობი ფაქტი - რა გააკეთა კალაძემ, როცა ძმის გარდაცვალების შესახებ გაიგო

თორნიკე ოქრიაშვილი ჰოლანდიაში? - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ევროპული ტურნირებისთვის მებრძოლ გუნდში გადადის?