"ის ფეხბურთის ღმერთია" - კრიშტიანო ყოფილმა თანაგუნდელმა ადიდა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ატლეტიკოს" კარში რონალდოს მიერ შესრულებულ ჰეთ-თრიქს კრიშტიანოს ყოფილი თანაგუნდელი რიო ფერდინანდი გამოეხმაურა. 

"რონალდო ნამდვილი საფეხბურთო ღმერთია და ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ მისი თამაშის ყურება შეგვიძლია. 

ის ყველა რეკორდს ხსნის და ახლა უკვე ჰეთ-თრიქების ლიონელ მესის გაუთანაბრდა. 

"ფეხბურთის ღმერთის" წოდებას ბევრი არ იმსახურებს, მაგრამ რონალდომ ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურა", - აღნიშნა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" "ატლეტიკოს" 3:0 სძლია, 1/4-ფინალში გავიდა, რონალდომ კი 3 გოლი შეაგდო. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო მადრიდის ატლეტიკო რიო ფერდინანდი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა