გია ცეცაძემ ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაასრულა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო გუნდისთვის ახალი მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმვა.

ამ მომენტისთვის შეთანხმებულია ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება: 16 ნოემბერს გია ცეცაძის გუნდი უკრაინის 21-წლამდე ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 20 ნოემბერს - კვიპროსს.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ზემოხსენებული მატჩებისთვის მოემზადებიან:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ლუკა სანიკიძე (თელავი), დავით კერესელიძე (ცხინვალი)

მცველები: ზაურ კერელეიშვილი (კოლხეთი), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო)

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), ნიკა ნინუა (დინამო თბ), თამაზ შალიკაშვილი (კოლხეთი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ლაშა ლეჟავა (სიონი)

თავდამსხმელები: ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)

მომზადებულია GFF.GE-ის მიხედვით

გია ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლუკა გუგეშაშვილი გიორგი არაბიძე

მსგავსი პოსტები

საქართველო მსაჯმა გაყიდა - რა მოხდა ახალგაზრდული ნაკრების მატჩის ბოლო წუთზე [VIDEO]

"კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე და ეს გადავწყვიტე" - გიორგი არაბიძის მომავალი ცნობილია

"ნასიონალიდან წასვლა მინდა, მაგრამ..." - რა ხდება რეალურად გიორგი არაბიძის ტრანსფერზე