სკანდალი ფიფაში - კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა

ბრიტანული "ტელეგრაფი" წერს, რომ კატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ფულით იყიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კატარმა ფიფას 880 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა მუნდიალი მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო. 

საინტერესოა, რომ მანამდე, ვიდრე გაირკვეოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებდა, მან მსოფლიო ფეხბურთის მართველ ორგანოსთან 400 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. 

კონტრაქტში ეწერა, რომ თუ კატარს მუნდიალის მასპინძლობის უფლებას მიანიჭებდნენ, ფიფა დამატებით 100 მილიონს მიიღებდა. 

საინტერესოა, რომ სამი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მუნდიალისთვის ამ ქვეყანას უნდა ემასპინძლა, კატარელებმა ფიფას კიდევ 480 მილიონი გადაურიცხეს. 

 

მსოფლიო ჩემპიონატი

მსგავსი პოსტები

სკანდალი ფიფაში - კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა

გადაწყვეტილება მიღებულია - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა არ გაიზრდება