ცნობილია, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე

"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის იუპერ ლიგის ბოლოს წინა, 29-ე ტურის განაცხადშიც არ იქნება. 

"ბუფალოელები" 29 მარტს "ოოსტენდეს" უმასპინძლებენ, სეზონს კი 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" გასვლითი მატჩით დახურავენ. 

თორუპმა კვლავ თქვა, რომ ჩაკვეტაძე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მის დაბრუნებას ამიტომაც არ ჩქარობენ. 

მისი ნაუბარით, ყველაფერი კარგადაა და გიორგი მოედანს სულ მალე დაუბრუნდება. 

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბოლო 5 თამაშია "გენტის" განაცხადში არ ყოფილა. ბოლო 11 თამაშში მან მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ისიც მცირე დროით. 

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი იეს თორუპი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა