დამატებითი შანსი საქართველოს ნაკრებს - მუნდიალზე მონაწილე გუნდების რაოდენობა იზრდება

The New-York Times წერს, რომ ფიფა აპირებს მუნდიალზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაზარდოს. 

მსოფლიო ფეხბურთის მართველმა ორგანომ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, დიდი ალბათობით, კატართან ერთად, 2022 წელს კიდევ 2 ქვეყანა, ქუვეითი და ომანი უმასპინძლებს მატჩებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფა გადაწყვეტილებას უახლეს მომავალში მიიღებს. The New-York Times წერს, რომ დიდი ალბათობით, ეს ვარიანტი მხარდაჭერილი იქნება, რაც საქართველოს ნაკრების შანსებს ზრდის. 
საქართველოს ნაკრები

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია