ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური განცხადება, ითამაშებს თუ არა მომდევნო სეზონშიც

პსჟ-ის მეკარე ჯანლიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი "იუნაიტედთან" 1:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, კომენტარი გააკეთა. 

"ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საშინელი საღამოა და კარიერის ბოლოსკენ მოვლენების მსგავსი განვითარება ნამდვილად არ მსურდა. 

მინდა, ყველა პარიზელ გულშემატკივარს ჩემი შეცდომის გამო ბოდიში მოვუხადო. მომენტებში კონცენტრაციას ვკარგავდით და ძალიან თვითდაჯერებულნი ვიყავით, რამაც დიდი ალბათობით ეს შედეგი გამოიწვია. 

ვითამაშებ თუ არა მომდევნო სეზონშიც? არ ვიცი... ამ სეზონის დამთავრების შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად ყველაფერს გავაანალიზებ და გადაწყვეტილებასაც ასე მივიღებ", - აღნიშნა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ კიპერს ჩემპიონთა ლიგა კარიერაში არასდროს მოუგია. 

პსჟ ჯანლუიჯი ბუფონი

მსგავსი პოსტები

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური განცხადება, ითამაშებს თუ არა მომდევნო სეზონშიც

ბუფონის ყოფილს ცოლს სექსუალური ურთიერთობა ჯიჯის თანაგუნდელთან აქვს