გიორგი წიტაიშვილი "ჩელსისთან" მატჩისთვის "დინამოს" განაცხადშია

კიევის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა კლუბის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი "ჩელსისთან" ევროპის ლიგის მატჩის განაცხადში შეიყვანა. 

18 წლის წიტაიშვილი უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრების წევრიცაა. 

მასზე უკრაინელები დიდ იმედებს ამყარებენ და დიდი სურვილი აქვთ, რომ მათი ეროვნული გუნდის მაისურა მოირგოს. 

თავად ფეხბრუთელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს, თუ რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის მატჩი "ჩელსისა" და "დინამოს" შორის "სტემფროდ ბრიჯზე" 8 მარტს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 

გიორგი წიტაიშვილი

მსგავსი პოსტები

გიორგი წიტაიშვილი "ჩელსისთან" მატჩისთვის "დინამოს" განაცხადშია