U21: ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსში ფრე ითამაშა - გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად კვიპროსთან ამხანაგურ მატჩში 1:1 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი გიორგი არაბიძემ პენალტით გაიტანა, რომელიც ბექა ქავთარაძემ მოიპოვა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ასევე პენალტით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

გია ცეცაძემ კვიპროსთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კერელეიშვილი, ლაკვეხელიანი, კუცია, არდაზიშვილი, არაბიძე, ქავთარაძე, ლეჟავა.

შეცვლაზე შევიდნენ: ძებნიაური, არველაძე, სპანდერაშვილი.

გია ცეცაძე გიორგი არაბიძე

მსგავსი პოსტები

"კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე და ეს გადავწყვიტე" - გიორგი არაბიძის მომავალი ცნობილია

"ნასიონალიდან წასვლა მინდა, მაგრამ..." - რა ხდება რეალურად გიორგი არაბიძის ტრანსფერზე

"რომას" დამრიგებლად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მწვრთნელი ინიშნება