"არაფერი იცი და ნაბიჭვარი ხარ" - რა მოხდა რონალდოსა და ალეგრის შორის

იტალიური პრესა წერს, რომ კრიშტიანო რონალდოსა და მასიმილიანო ალეგრის შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. 

Tuttosport იუწყება, რომ პორტუგალიელსა და იტალიელ მწვრთნელს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ "ატლეტიკოს" თამაშის შემდეგ მოხდა.

მოგეხსენებათ, ალეგრი "ბებერი ქალბატონიდან" აბარგებას აპირებს, რაც რა თქმა უნდა, კრიშტიანოს ყურამდეც მივიდა. 

"წადი, ამ გუნდში არავის არ სჭირდები. ნამდვილი ნაბიჭვარი და უცოდინარი ხარ", - უთხრა რონალდომ "ატლეტიკოსთან" თამაშის შემდეგ მთავარ მწვრთნელს. 

აღნიშნული თამაშის შემდეგ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდოს ტრავმა ჰქონდა, რაც გავრცელებული ინფორმაციით სიმართლეს არ შეესაბამებოდა და კლუბს მისი დასჯა სურდა, რაც მისი ავტორიტეტის გამო ვერ მოხერხდა. 

ვრცელდება ასევე ცნობაც, რომ ალეგრის წასვლის შესახებაც ჰქონდა განცხადება დაწერილი, რაც ხელმძღვანელობამ არ დააკმაყოფილა. 

მოკლედ, რონალდოსა და მწვრთნელს შორის შავმა კატამ გაირბინა და "ტუტოსპორტს" თუ დავუჯერებთ, ალეგრი "ატლეტიკოსთან" თამაშის შემდეგ პოსტს დატოვებს. 

მასიმილიანო ალეგრი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა