საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის შვილი მორიგ სკანდალში გაეხვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის შვილი, ვლადიმირ ვაის უმცროსი, მორიგ სკანდალში გაეხვა.

საქმე იმაშია, რომ ის სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაველ ჰაპალმა ჩეხეთთან ვაისი არ ითამაშა, რის გამოც "ალ გარაფას" ნახევარმცველის გულის წყრომა გამოიწვია და სათადარიგოთა სკამი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ეს კი მას შემდეგ მოხდა, როდესაც 79-ე წუთზე ჰაპალმა ბოლო ცვლილება განახორციელა და ვაისი მოედანზე არ შეუშვა. 

სლოვაკეთის პრესა დღეს ამ თემას აქტიურად აშუქებს და ვაისის მიმართ კრიტიკულ სიტყვებს არ იშურებს. 

საქმე იმაშია, რომ ეს ვაისისთვის პირველი სკანდალი არ არის. 

ის ანალოგიურ სკანდალში ჩეხეთთან პირველ მატჩშიც გაეხვა, როდესაც წაგებული შეხვედრის შემდეგ დასალევად ბარში წავიდა, მთავარმა მწვრთნელმა იან კოზაკმა კი თანამდეობა დატოვა. 

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრები

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

ნახეთ ულამაზესი გოგონები, რომლებიც ბელარუსიის ნაკრებს თბილისში გაამხნევებენ [PHOTO]

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]