სფფ-ს საჩუქარი - ყაზახეთთან მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ღირს.

სფფ-ს თქმით, აღნიშნული აქციის მიზანი, გულშემატკივრისთვის კარგი ქომაგობისთვის მადლობის გადახდაა. 

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის, საქართველო - ყაზახეთი ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვა უკვე დაიწყო.   გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა, სიმბოლურ 1 ლარად, ონლაინ-რეჟიმში უკვე შეუძლია. 

საქართველო - ყაზახეთის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში, მოგვიანებით, 12 ნოემბერს დაიწყება.

საქართველოსა და ყაზახეთის დაპირისპირება 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ის მიხედვით

საქართველოს ნაკრები სფფ

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია