იმედები კვლავ გაგვიცრუვდა - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ცუდი ამბავი იუწყა

"გენტის" მთავარი მწვრთნელის იე ტორუპის თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მორიგ ტურშიც ვერ ითამაშებს. 

ჩვენებურების კლუბი 3 მარტს გასვლით შეხვედრაში "ვარეგემს" ეთამაშება. აი, რა თქვა ტორუპმა ჩაკვეტაძის შესახებ. 

"ჩაკვეტაძის ტესტები საიმედო შედეგს იძლევა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არ არის. 

ის "ვარეგემთან" არ ითამაშებს და განაცხადში არ იქნება. იმედი გვაქვს, 10 მარტის შეხვედრისთვის ის მზად იქნება", - აღნიშნა ტორუპმა. 

საინტერესოა, რომ დანიელი სპეციალისტი ბოლო 3 კვირაა ერთსა და იმავეს იმეორებს და ყოველ კვირას აანონსებს, რომ გიორგი მოედანს დაუბრუნდება, ჩვენ კი ამომავალ ტალანტს ველით და იმედები გვიცრუვდება.  

ჩაკვეტაძე ბოლო 4 თამაშია "გენტის" განაცხადში არ ყოფილა. ბოლო 10 თამაშში მან მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ისიც მცირე დროით. 

იტალიური პრესა: გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სერია A-ს ამ გუნდში განაგრძობს

"ის "მილანის" კაკა გახდება" - იტალიური გამოცემა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერს

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი იეს ტორუპი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა