ფერნანდო ლორენტე ზაფხულში "ბილბაოში" დაბრუნდება და კარიერასაც მშობლიურ კლუბში დაასრულებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" წერს, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ფერნანდო ლორენტე ზაფხულში "ბილბაოში" გადაბარგდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ესპანელი, მშობლიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება. 

ბასკური გუნდის ღირსებას ლორენტე 2004-13 წლებში იცავდა, რა დროშიც 333 მატჩში ითამაშა და 118 გოლი შეაგდო. 

კარიერის განმავლობაში მას ასევე "იუვენტუსში", "სევილიასა" და "სუონსიშიც" უთამაშია. 

ლონდონის ტოტენჰემი ფერნანდო ლორენტე ბილბაოს ატლეტიკი

მსგავსი პოსტები

მია ხალიფა: თუ "ლივერპული" ლიგას მოიგებს, ამ ადამიანებთან სექსით დავკვავდები

უდიდესი სკანდალი - მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი

ზიდანმა სურვილი აისრულა - "რეალმა" მსოფლიო ვარსკვლავი დაიმატა!