32 წლის ჯუზეპე როსი ზლატან იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელი ხდება

Gazzetta dello Sport იუწყება, რომ ტრავმებით დატანჯული იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი კარიერას MLS-ში განაგრძობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელი, უახლოეს დღეებში ლოს-ანჟელეს "გელექსის" ფეხბურთელი გახდება. 

როსი ბოლოს "ჯენოაში" ირიცხებოდა, მოედანზე კი 2018 წლის მაისის შემდეგ აღარ გამოჩენილა. 

მას ასევე უთამაშია "ვილიარეალში", "ფიორენტინაში", "ლევანტეში", "სელტასა" და სხვა გუნდებში. 

ჯუზეპე როსი

მსგავსი პოსტები

32 წლის ჯუზეპე როსი ზლატან იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელი ხდება