სანტიაგო სოლარიმ გამოჯანმრთელებული ისკო "ბარსელონასთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ კლუბის ნახევარმცველი ისკო "ბარსელონასთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. 

ესპანელს ტრავმა აწუხებდა, რომლის გამოც ბოლო 4 თამაში გამოტოვა. 

ამის შემდეგ, ექიმებმა მას თამაშის ნება დართეს, თუმცა სოლარის აზრით, ისკო ჯერ მოედანზე არ უნდა დაბრუნდეს. 

შეგახსენებთ, რომ ესპანური მედია ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტზე აქტიურად წერს. 

"რეალისა" და "ბარსელონას" მატჩი, რომელიც სამეფო თასის 1/2-ფინალის ეგიდით გაიმართება, 28 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მადრიდის რეალი სანტიაგო სოლარი ისკო

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ