"ლესტერის" მწვრთნელად შესაძლოა დევიდ მოიესი დაინიშნოს

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, "ლესტერის" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გამოცდილი შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი დაინიშნოს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მელიების" ხელმძღვანელობამ 55 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. 

მოიესის ბოლო სამუშაო ადგილი "ვესტ ჰემი" გახლდათ, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. 

აქვე გეტყვით, რომ "ლესტერი" კიდევ ერთ სავარაუდო მწვრთნელად "ჰადერსფილდის" ყოფილ დამრიგებელ დევიდ ვაგნერსაც განიხილავს, რომელიც კლუბიდან ასევე ცუდი შედეგების გამო გაუშვეს. 

ლესტერი დევიდ მოიესი დევიდ ვაგნერი კლოდ პიუელი

მსგავსი პოსტები

მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი სენსაცია - რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ პრემიერ ლიგაში

"რატომ არ გადავედი "ლესტერში"? - საბა კვირკველიამ არშემდგარი ტრანსფერის თაობაზე ისაუბრა

წარმოუდგენელი თანხა - რამდენს გამოუყოფს "ლესტერი" ბრენდან როჯერსს ტრანსფერებისთვის