ელ კლასიკოების წინ "რეალში" საშინელი სიტუაციაა - "სამეფო კლუბში" დაპირისპირება პიკს აღწევს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ მადრიდის "რეალში" ელ კლასიკოების წინ საშინელი და დაძაბული სიტუაციაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის მწვრთნელსა და ფეხბურთელების ნაწილს ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ. 

ისკოსა და სანტიაგო სოლარის შორის კონფლიქტი უკვე ძველი ამბავია, ახლა კი თავისი უხასიათობით თავი გარეთ ბეილმაც იჩინა. 

რამდენიმე დღის წინ "მარკა" წერდა, რომ უელსელს "სამეფო კლუბის" მწვრთნელთან და თანაგუნდელ ლუკას ვასკესთან კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა სოლარიმ "ლევანტესთან" მატჩამდე ეს ინფორმაცია უარყო. 

ყველაფერს ნათელი კი სწორედ ვალენსიაში გამართულ მატჩში მოეფინა, სადაც ბეილმა პენალტი შეაგდო, გოლი არ აღუნიშნია და მასთან მისულ ვასკესს სულაც ხელი აუქნია. 

შეხვედრის შემდეგ სოლარიმ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ფეხბურთელი თავად გადაწყვეტს, გატანილი გოლი იზეიმოს თუ არა. 

იწერება იმის შესახებაც, რომ ისკო, რომელიც ზაფხულში გუნდიდან აიბარგებს, ვარჯიშებზეც აღარ დადის. 

ბეილსა და ისკოს მხარდაჭერას რამდენიმე ფეხბურთელი უცხადებს, სოლარის მხარს კი ფეხბურთელთა უმეტესობა იჭერს. 

"მარკას" ცნობით, დღეს "რეალის" საწვრთნელ ბაზაზე ფლორენტინო პერესიც იმყოფებოდა, რომელმაც მხარეების შერიგება სცადა. 

შეგახსენებთ, რომ "რეალი" "ბარსელონას" ზედიზედ ორჯერ უმასპინძლებს. ეს პირველად 28 თებერვალს ესპანეთის თასის 1/2-ფინალური მატჩის ეგიდით მოხდება, 2 მარტს კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩი ლა ლიგის ეგიდით ჩატარდება. 

მადრიდის რეალი სანტიაგო სოლარი გარეთ ბეილი ისკო

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის