Marca: ეს შეცდომა, რომ არ მომხდარიყო, ემილიანო სალა დღეს ცოცხალი იქნებოდა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელზეც ემილიანო სალა იმყოფებოდა, პილოტ დევიდ იბოტსონის ორი შეცდომა გახდა. 

ერთი უმნიშვნელო შეცდომა იყო, თუმცა მეორე შესაძლოა ტრაგედიის მთავარი მიზეზიც გახდა.

მან IFR სისტემის ნაცვლად VFR სისტემა გამოიყენა, მიუხედავად არასასურველი კლიმატური კონდიციების და ეს იმიტომ მოხდა, რომ იგი პილოტის საქმიანობაში ბოლომდე ვერ ერკვეოდა, ეს ყველაფერი კი სოციალურ ქსელში მისი პოსტებიდანაც ჩანს. 

მომავალი კვირიდან მისი ძებნა გაგრძელდება, რადგან მისი გვამი თვითმფრინავში არ აღმოუჩენიათ.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელიც საფრანგეთიდან ინგლისში მიფრინავფა, რადარებიდან გაქრა და ჩამოვარდა. 

სალასა და მის პილოტს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. 6 თებერვალს ლა მანშის სრუტეზე აღმოჩენილ თვითმფრინავში სხეული იპოვნეს, რომელიც 8 თებერვალს დადასტურდა, რომ ფეხბურთელის იყო. 

სალა 16 თებერვალს დაკრძალეს, პილოტი დევიდ იბსტოუნი კი ჯერ კიდევ არ უპოვნიათ. 

"სალა მათი მოკლულია და ეს უნდა გამოიძინონ" - გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა სკანდალურ განცხადებას აკეთებს

უდიდესი სკანდალი - ვალები და სხვა პროფესია... ვინ იყო ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი, რომელზეც ემილიანო სალა იმყოფებოდა

"რაც არ უნდა მოხდეს, სამუდამოდ მეყვარები" - სალას მეგობარი გოგონა ემოციურ წერილს აქვეყნებს

ემილიანო სალა დევიდ იბოტსონი

მსგავსი პოსტები

"სალა მათი მოკლულია და ეს უნდა გამოიძინონ" - გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა სკანდალურ განცხადებას აკეთებს

იპოვნეს! - ემილიანო სალასთან დაკავშირებით სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება

პოლიცია ემილიანო სალასთან დაკავშირებით დაუჯერებლ ინფორმაციას ავრცელებს