იტალიური პრესა: გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სერია A-ს ამ გუნდში განაგრძობს

იტალიური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი სერია A-ს ერთ-ერთ გრანდ "რომაში" გადაწყვეტილი ამბავია. 

უფრო მეტიც, მაგალითად asromacalcio.com იუწყება, რომ "ჯალოროსიმ" "გენტთან" ჩვენებურის ტრანსფერი უკვე შეათანხმა. 

წყარო ასევე ტრანსფერის თანხასაც ასახელებს, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს. 

Sport365.ge შეეცადა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოეძია და ჩაკვეტაძის აგენტ გოგა გახოკიძეს დაუკავშირდა.

როგორც მან განგვიცხადა, დაინტერესება ბევრი გუნდისგან არის, თუმცა რაიმე შეთანხმებაზე და ტრანსფერის გადაწყვეტაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და ეს ინფორმაცია სიცრუეა. 

იტალიური პრესა: გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში სერია A-ში გადაბარგდება

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი რომა

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"დედა, შეწყვიტე, 41 წლის ასაკში რა ფოტოებს პოსტავ" - "რომას" ვარსკვლავმა სექსუალურ დედას უსაყვედურა