ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე საკმაოდ რთულ და ნაცნობ მეტოქეს დაუპირისპირდება

დუბაის ტურნირზე საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება. 

ჩვენებურის მოწინააღმდეგე 22 წლისაა და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. 

ის ბასილაშვილისთვის საკმაოდ ნაცნობი მეტოქეა. აქამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2-ია.

დუბაის ტურნირი სტარტს 25 თებერვლიდან დაიწყებს, ბასილაშვილის მატჩი კი სავარაუდოდ 26 რიცხვში გაიმართება. 

იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი მომდევნო ეტაპზე გავა, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტსა და ინდოელ რამკუმარ რამანათხანს შორის უკეთესს დაუპირისპირდება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას