დიდი შანსია, 2021 წელს ევროპის ლიგის ფინალს, "დინამო არენამ" უმასპინძლოს

დიდი შანსია, 2021 წლის ევროპის ლიგის ფინალს თბილისმა, კერძოდ კი "დინამო არენამ" უმასპინძლოს.

უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე იმ ქალაქებისა და სტადიონების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის, სუპერ თასისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებენ. 

სასიამოვნოა, რომ ევროპის ლიგის ფინალისთვის იბრძოლებს "დინამო არენა", რომელსაც კონკურენციას "სევილიას" "რამოს სანჩეს პისხუანი" გაუწევს. 

უეფა თავის გადაწყვეტილებას 2019 წლის 29 მაისს გამოაცხადებს. 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, მისი მასპინძლობისთვის "ბაიერნის" "ალიანს არენა" და "ზენიტის" Saint Petersburg Stadium-ი იბრძვიან. 

დინამო არენა სევილია ევროპის ლიგა

მსგავსი პოსტები

გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გადადის

"ვალიადოლიდის" დამარცხების შემდეგ "სევილიას" ბანაკში საშინელება მოხდა

ალვარო მორატა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს