სილვიო ბერლუსკონიმ ის კრიტერიუმები ჩამოთვალა, რომლებიც დიდ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს

იტალიური "მილანის" ყოფილმა პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ამჟამად "მონცას" მფლობელია, თავისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა. 

"ამჟამად "მონცას" მფლობელი ვარ და მინდა ისეთი გუნდი შევქმნა, რომელიც ყველასთვის ნამდვილი მაგალითის მიმცემი იქნება. 

ჩვენ უნდა ვათამაშოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც არც ტატუ და არც პირსინგი არ აქვთ. ასევე ამ მოთამაშეებს თმა უცნაურად არ უნდა ჰქონდეთ დაყენებული. 

თუ ფეხბურთელი წესებს დაარღვევს, ის უნდა დაისაჯოს და შემდეგ პატიება ითხოვოს", - აღნიშნა ბერლუსკონიმ.

 

მილანი სილვიო ბერლუსკონი მონცა

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება