გიორგი ჩაკვეტაძის ღირებულებამ ბოლო 1,5 წელში დაახლოებით, 16-ჯერ მოიმატა - ამომავალი ვარსკვლავის სატრანსფერო თანხის განხილვა

საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება დღეისთვის 5 მილიონ ევროს შეადგენს. 

მოდით, ვნახოთ, როგორ იცვლებოდა 19 წლის ფეხბურთელის ფასი ბოლო 1,5 წლის განმავლობაში. 

2017 წლის 5 აპრილს ჩაკვეტაძის ღირებულება 300 000 ევროს შეადგენდა, 2017 წლის 1 აგვისტოს 750 000 ევროს, 2017 წლის 20 ოქტომბერს 1 200 000 ევროს, 2018 წლის 30 მარტს 3 000 000 ევროს, ბოლო განახლება კი 2018 წლის 11 სექტემბერს მოხდა და გიორგის სატრანსფერო ღირებულებამ 5 000 000 ევრო შეადგინა. 

ჩაკვეტაძე თავის გუნდ "გენტში" ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში მე-2 ადგილზე იმყოფება, მთლიანად ბელგიაში კი მე-15 პოზიციას იკავებს. 

1999 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გიორგი ჩაკვეტაზე საბაზრო ღირებულებით 23-ე ადგილს იკავებს. 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნახევარმცველებს შორის (ასაკი უკვე აღარაფერ შუაშია), ჩვენებური 102-ე პოზიციაზეა. 

საქართველოს ნაკრებში მასზე ძვირადღირებული მხოლოდ საბა კვირკველიაა, რომლის ღირებულებაც 8 000 000 ევრო გახლავთ. 

შენიშვნა: მონაცემები, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკეტის" მიხედვითაა შედგენილი. 

▶ ეს უნდა ნახოთ! - გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები ყაზახეთთან შეხვედრაში [VIDEO]

▶ ვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტია და მთელმა შესარჩევმა ციკლმა მის მხრებზე გადაიარა

▶ "ჩაკ ნორისი" "დინამო არენაზე" - გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა

▶ გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე ფინტი ყაზახეთთან შეხვედრაში [VIDEO]

საქართველოს ნაკრები გიორგი ჩაკვეტაძე გენტი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა