იტალიის ნაკრების კაპიტანი: ფიზიკური მომზადება ქართველების ძლიერი მხარეა

იტალიისა და საქართველოს მატჩის წინ კომენტარი ჩვენი მეტოქის კაპიტანმა, ლეონარდო გილარდინიმ გააკეთა. 

როგორც იცით, იტალიის ნაკრების კაპიტანი და ლიდერი სერხიო პარისე ტრავმირებულია, რის გამოც გუნდის მოედანზე გაძღოლა გილარდინის მიანდეს. 

გთავაზობთ მომენტს, სადაც ის "ბორჯღალოსნების" შესახებ საუბრობს.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს. მათ ხშირად ვუპირისპირდები და ზოგიერთან ერთადაც მითამაშია. 

მაგალითად, ქუბრიაშვილთან და გოგიჩაიშვილთან. ფიზიკა ქართველების ძლიერი მხარეა, ჩვენ ამას რიტმი და ინტენსიურობა უნდა დავუპირისპიროთ. 

ვიცით, რომ 20 000 მაყურებელი დაესწრება თამაშს და გვინდა ისინი გავახაროთ", - აღნიშნა გილადრინიმ. 

იტალიისა და საქართველოს მატჩი ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 

ბორჯღალოსნები ლეონარდო გილარდინი

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

ცნობილია, რომელ ქალაქში და როდის უმასპინძლებს რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებს"

სამი ახალი მოთამაშე - მილტონ ჰეიგმა ტონგასთან შეხვედრისთვის ორ გამოცდილ და ერთ დებიუტანტ მორაგბეს უხმო