"ეს ადამიანი სექსის სანაცვლოდ ფულს მთავაზობდა" - მარია შარაპოვა სკანდალურ განცხადებას აკეთებს

ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპობამ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერის საწყისი ეტაპიც გაიხსენა. 

შარაპოვამ თქვა, რომ იმ დონეზე მისასვლელად, რომელზეც დღესაა, ძალიან დიდი შრომა და რთული გზის გავლა მოუხდა. 

"კარიერის საწყისი ეტაპი ყველა ჩოგბურთელისთვის რთულია. ამ სპორტს დიდი დაფინანსება სჭირდება, რათა წარმატებას მიაღწიო. 

7 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, რის გამოც დღემდე თვლიან, რომ უფრო მეტად ამერიკელი ვარ.

სიმართლე გითხრათ, წარმატების მიღწევამდე აშშ-შიც დიდი შრომა და შეურაცხყოფის ატანა მომიხდა. იყო პერიოდი, როდესაც სპონსორობის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდნენ.

ჩემთან ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა, ახლა მისი ვინაობის დასახელებას არ ვაპირებ და მსგავსი რამ შემომთავაზა, რაზეც რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. 

ვფიქრობ, 17 წლის ასაკში დიდი სლემის მოგებამ გარდამტეხი როლი ითამაშა. ახლა ჩემი კარიერა დასასრულისკენ მიექანება, თუმცა კვლავ არაერთი ტიტულის მოგებას ვაპირებ", - ამბობს შარაპოვა. 

მარია შარაპოვა

მსგავსი პოსტები

"ეს ადამიანი სექსის სანაცვლოდ ფულს მთავაზობდა" - მარია შარაპოვა სკანდალურ განცხადებას აკეთებს

გრიგორ დიმიტროვი: შარაპოვა მხოლოდ ამ დროს იყო ჩემთან სექსზე წინააღმდეგი

თავით შარაპოვას უკანალში - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ უდიდესი სკანდალი გამოიწვია [PHOTO]