"მილანის" ვარსკვლავი დაიკარგა და მისი გზა-კვალი არავინ არ იცის

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანის" ამომავალი ვარსკვლავის ჰაჩიმ მასტურის ადგილსამყოფელის ვინაობა არავინ არ იცის. 

20 წლის მაროკოელი "როსონერის" საკუთრებაშია და ამჟამად საბერძნეთის უმაღლესი ლიგის "ლამიას" რიგებში იჯარით ირჯება. 

სწორედ ბერძნულმა კლუბმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მასტურის შესახებ ბოლო ორი დღეა არანაირი ცნობა არ მიუღიათ. 

მაროკოელს ტრავმა აწუხებდა და ბოლო პერიოდში ვერ თამაშობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სამკურნალოდ იტალიაში დაბრუნდა. 

მასტური რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა.  

მან იჯარით "მალაგასა" და "ცვოლეშიც" იასპარეზა. მას იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, თუმცა შემდეგ არჩევანი სამშობლოს სასიკეთოდ გააკეთა და მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც მაროკოს ეროვნული გუნდის რიგებში გამოჩნდა. 

მილანი ჰაჩიმ მასტური ლამია

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება