თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში? - რუსული პრესა სენსაციურ ტრანსფერზე წერს

sportsdaily.ru საქართველოს ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის. 

საიტი ჩვენებურის კარიერას საკმაოდ ვრცლად განიხილავს და აღნიშნავს, რომ ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. 

ყურადღება განსაკუთრებულად გამახვილებული იმ გოლზეა, რომელიც თორნიკემ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" გაუტანა. 

sportsdaily.ru-ს თქმით, ოქრიაშვილმა "კრასნოდართან" კონტრაქტი იმიტომ გაწყვიტა, რომ უბრალოდ სათამაშო დრო არ ექნებოდა და მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდოდა. 

სტატიის ავტორი სვამს შეკითხვას, ნუთუ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალი აგენტია, არცერთმა ევროპულმა ნორმალურმა კლუბმა არ უნდა აიყვანოს?

თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ოქრიაშვილს დაბრუნება სამშობლოში და ეროვნულ ლიგაში თამაში მოუწევსო, იუწყება რუსული საიტი. 

ქართველი ფეხბურთელი 2018 წლის 17 დეკემბრის შემდეგ უკლუბოდაა და თავისუფალი აგენტია. 

უდიდესი აღიარება - რომელ ლეგენდარულ ფეხბურთელს შეადარა ყაზახურმა მედიამ თორნიკე ოქრიაშვილი

"კრასნოდარის" მწვრთნელმა ახსნა, რატომ გაწყვიტა კლუბმა კონტრაქტი თორნიკე ოქრიაშვილთან

თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - თორნიკე ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

თორნიკე ოქრიაშვილი ჰოლანდიაში? - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ევროპული ტურნირებისთვის მებრძოლ გუნდში გადადის?

თორნიკე ოქრიაშვილი ტყუილში გამოიჭირეს - რუსულმა პრესამ ქართველი ფეხბურთელი სიცრუეში ამხილა და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი გამოუქვეყნა