ვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტია და მთელმა შესარჩევმა ციკლმა მის მხრებზე გადაიარა

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "ჯვაროსნების" თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა. 

"დიდი მადლობა გულშემატკივრებს ასეთი შესანიშნავი ატმოსფეროსთვის. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი საქართველო გავახარეთ და ამით ბედნიერი ვარ.

საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ასეთი ქომაგების გახარება განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მომდევნო წლიდან დავიწყებთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, სადაც სხვა დონის გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

მივიღებთ გამოცდილებას, ვისწავლით და ვიბრძოლებთ მაღალი ადგილის დასაკავებლად. 2020 წელი შორსაა, თუმცა აქედანვე სასიამოვნოა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს თბილისში ჩავატარებთ. ოცნებას ორი ნაბიჯი გვაშორებს: ნახევარფინალი და ფინალი.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მისი დიდი დამსახურებაა ეს წარმატება და მთელმა შესარჩევმა ციკლმა მის მხრებზე გადაიტანა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასის გაზრდას, ახალგაზრდა ბიჭია და მოდით, ნუ შევეხებით ფინანსურ მხარეს. მან ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა "გენტში" გადასვლით და მისი კარიერა ძალიან კარგი მიმართულებით ვითარდება. ცხადია, თუ პროგრესი გააგრძელა და თამაშის ხარისხი გააუმჯობესა,

"გენტი" ვერ შეინარჩუნებს და ეს იქნება მისი კარიერული წინსვლის საწინდარი. უხეშად ნუ ჩავერევით ჩაკვეტაძის ტრანსფერში. 19 წლის ტალანტია და დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ ისიც გავითვალისწონოთ, რომ ეს მოხდა D დივიზიონში და მაღალ დონეზე ვნახოთ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს.

ფაქტია, მსოფლიო დონის ტალანტებს შორისაა და არ მინდა, ამდენი საუბრით მასზე ცუდი გავლენა ვიქონიოთ. მინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მშვიდად გააგრძელოს პროგრესი

ავთო ებრალიძეს ვაკვირდები და ვიცი, რომ პორტუგალიაში კარგად ასპარეზობს. ყოველთვის იყო კითხვები არაბიძეზე, ზარანდიაზე და ეს გასაგებია. დაახლოებით 40 მოთამაშეს ვადევნებ თვალს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ანანიძე, ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი, ქვილითაია, ნავალოვსკი, კიტეიშვილი - ეს ფეხბურთელებიც უნდა ყოფილიყვნენ დღეს, მაგრამ ტრავმირებულნი არიან. კონკურენცია დიდია და კონკრეტულ მატჩში ითამაშებენ ისინი, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნებიან. 

შეგვიძლია არა მარტო ყაზახეთთან მატჩი, მთელი ჯგუფი შევაფასოთ. შედეგის მხრივ, უკმაყოფილო ვარ მხოლოდ ანდორაში გამართული თამაშით. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, იყო პრობლემები მომენტების რეალიზებასთან დაკავშირებით.დღეს, შესვენებაზე გვილიას, ყაზაიშვილს, მერებაშვილს ცოტა სხვაგვარად ველაპარაკე, ხმას ავუწიე და ამანაც მოიტანა შედეგი. პერიოდულად, ეს მოტივაციისთვის არის საჭირო. რაც შეეხება ჩემ კონტრაქტს, 2020 წლამდეა გათვლილი, თუმცა დღეს ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. წინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრაა, რომელსაც დავესწრები და შემდეგ, ვისაუბროთ ყველაფერზე", - აღნიშნა ვაისმა. 

▶ "ჩაკ ნორისი" "დინამო არენაზე" - გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა

▶ ეს უნდა ნახოთ! - გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები ყაზახეთთან შეხვედრაში [VIDEO]

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრები გიორგი ჩაკვეტაძე

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა