სკანდალი ესპანეთში - "ატლეტიკოს" ყოფილმა მწვრთნელმა აღიარა, რომ ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა

ესპანეთში დიდი სკანდალი აგორდა. 88 წლის ასაკში მადრიდის "ატლეტიკოს" აკადემიის დამფუძნებელმა და ყოფილმა მწვრთნელმა მანუელ ბრინასმა აღიარა, რომ აკადემიის ფეხბურთელებთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. 

ბრინასი "როხიბლანკოს" ერთ-ერთ პატივსაცემ პიროვნებად ითვლებოდა და ამ ამბავმა ორმაგი შოკი გამოიწვია. 

"ატლეტიკომ" განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კლუბი ბრინასის ნათქვამით შეშფოთებულია. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის მსგავს ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა და ახლა კლუბი შიდა გამოძიებას ჩაატარებს. 

მადრიდის ატლეტიკო მანუელ ბრინასი

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: "ბარსელონამ" მსოფლიო ვარსკვლავი დაიმატა

ყველაფერი გადაწყდა - ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" რეკორდულ თანხად

ოფიციალურად: "ბარსელონამ" წლის მთავარი ტრანსფერი განახორციელა