"ჩაკ ნორისი" "დინამო არენაზე" - გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ყაზახეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებაც ღირსეულად მოიპოვა. 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც ჯერ მერებაშვილს გაატანა, შემდეგ კი ბრწყინვალე გოლი თავად შეაგდო. 

ყაზახებმა ბოლოსკენ შეგვიტიეს და ერთი ბურთი გაქვითეს, რომელიც ომირტაიევის ანგარიშზეა. 

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი უპრობლემოდ დააგროვა.

"ჯვაროსნები" ერთა ლიგის 1/2-ფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ.

თბილისი. "დინამო არენა".

საქართველო -ყაზახეთი 2:1

გოლი: მერებაშვილი (59), ჩაკვეტაძე (84), ომერტაიევი (90)

საქართველო (4-2-3-1): ლორია, დვალი, კაშია, კაკაბაძე(ხოჭოლავა 86), კვირკველია, კვეკესკირი, კანკავა, ჩაკვეტაძე(აბურჯანია 90), გვილია(კაჭარავა 75), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი (4-4-1-1): ნეპოგოდოვი, ბეისბეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიმბაევი, ფედინი, კუატი, მუჟიკოვი, მურთაზაევი, ზაინუდტინოვი, შჩეტკინი(პერტშუკი 74)

საქართველოს ნაკრები გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი მერებაშვილი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა